"დუმილი, რომელსაც ახლა ადამიანი პირში ჩაიგუბებს, იქცევა შხამად და ხვალ მასვე მოწამლავს. ჩემი თანაგრძნობა ყველა დაშავებულს. ჩემი თანადგომა ყველას, ვინც გულწრფელად იბრძვის უკეთესი ქვეყნისთვის" - წერს მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, "დუმილი - ოქროა. მაგრამ არის დრო, როცა ოქრო იქცევა ვერცხლად და ვერცხლი იქცევა ოცდაათად".