ს.ს.ი.პ. "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" 2024-2025 წლის “იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შესყიდვისთვის 7 მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი 21 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყება და 25 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 857 200 ლარია. (მათ შორის 2024 წლის ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს: 3 539 200.00 ლარს, ხოლო 2025 წლის ღირებულება შეადგენს - 3 318 000.00 ლარს)
საქონლის ტექნიკური პარამეტრებში ნათქვამია, რომ შესყიდვის ობიექტია დიფთერია - ყივანახველა (არაუჯრედული) - ტეტანუსი/ინაქტივირებული პოლიომიელიტი - DPaT/P ვაქცინა.
- ვაქცინის ერთი დოზა 0,5 მლ უნდა შეიცავდეს აქტიურ ნივთიერებებს:
- დიფთერიის ტოქსოიდი - არანაკლებ 30 IU
- ტეტანუსის ტოქსოიდი - არანაკლებ 40 IU
- ყივანახველას ტოქსოიდი - 25 mcg
- ინაქტივირებული პოლიოვირუსი
- ტიპი 1 - 40 D ანტიგენ ერთეული
- ტიპი 2 - 8 D ანტიგენ ერთეული
- ტიპი 3 - 32 D antigen unit
- ვაქცინა უნდა გამოიყენებოდეს დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო რევაქცინაციისათვის 18 თვის და 5 წლის ასაკში. ვაქცინის ადმინისტრირება შესაძლებელი უნდა იყოს 14 წლის ასაკამდე.
საქონლის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 15 თვე. „საქონლის“ მიწოდების პირობები - „საქონელი“ უნდა იყოს წარმოდგენილი მწარმოებლის შესაბამისი ორიგინალი შეფუთვით და მწარმოებლის მიერ დადგენილი შენახვის პირობების დაცვით.