დღეს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში კიოლნში გაიმართება. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პირველი გოლი შეხვედრის მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე - გიორგი მიქაუტაძემ.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.