ბრიტანული გამოცემა The Economist-ის 2024 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა 0.51-ით, 4.70-მდე გაუარესდა, შედეგად ქვეყანამ 2023 წელს არსებული 89-ე ადგილიდან 94-ე ადგილამდე გადაინაცვლა.
ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ ჰიბრიდული დემოკრატიის რეჟიმის კატეგორიაში იმყოფება.
დემოკრატიის ინდექსში 2024 საქართველოს ქულის შემცირება დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:
- საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი (5.67): საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებული პრობლემები და ოპოზიციისთვის არათანაბარი პირობები.
- პოლიტიკური მონაწილეობა (5.56): სამოქალაქო აქტიურობის შემცირება და პროტესტების შეზღუდვა.
- სამოქალაქო თავისუფლებები (5.29): დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვა და პროტესტების შეზღუდვა.
- პოლიტიკური გარემო (3.75): მზარდი პოლარიზაცია და ნდობის შემცირება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი.
- მთავრობის ფუნქციონირება (3.21): სამართლებრივი ჩარევა, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა და ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია.
ინდექსის მიხედვით ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ნორვეგია (9.81 ქულა, პირველი ადგილი) და ახალი ზელანდიაა (9.61 ქულა, მეორე ადგილი). ყველაზე არადემოკრატიული კი ჩრდილოეთ კორეა (1.08 ქულა, 165-ე ადგილი) და ავღანეთი (0.25 ქულა, 167-ე ადგილი).
დემოკრატიის ინდექსი არის ყოველწლიური შეფასება, რომელიც მოიცავს 165 დამოუკიდებელ ქვეყანას და ორ ტერიტორიას. ქვეყნები ფასდება 0-10 შკალაზე და შეფასება ეფუძნება ხუთ ძირითად კატეგორიას: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი; მთავრობის ფუნქციონირება; პოლიტიკური მონაწილეობა; პოლიტიკური კულტურა; სამოქალაქო თავისუფლებები.