„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)” მხარდაჭერით 27 ივლისსა და 3, 10, 17 აგვისტოს საქართველოს ოთხ რეგიონში (სამეგრელო, კახეთი, იმერეთი, აჭარა) დემოკრატიის ფესტივალს (DemFest) ჩაატარებს.

DemFest ინოვაციური ფესტივალია, რომლის მთავარი იდეა დემოკრატიის და მისი სულისკვეთების აღნიშვნაა. ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრები, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქტის პოპულარიზაციასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.

ცოცხალი მუსიკისა და სხვადასხვა გასართობი აქტივობების დამატებით ფესტივალი გახდება უფრო მიმზიდველი მოსული საზოგადოებისთვის.

Demfest ჩატარდება საჯარო სივრცეში და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

მასპინძელი ქალაქებია:

წალენჯიხა 27 ივლისი - არტ მეურნეობა, ლეო ქიაჩელის N4

თელავი 3 აგვისტო

ქუთაისი 10 აგვისტო

ბათუმი 17 აგვისტო

ცნობისთვის, მსგავსი ფესტივალები ტარდება დანიაში, შვედეთში, ფინეთში, ისლანდიაში, ლიტვაში, ნორვეგიაში, ესტონეთში, ლატვიაში. ამ სიაში გაწევრიანებით, DemFest კიდევ უფრო გააძლიერებს დემოკრატიის ფესტივალების ქსელს და წვლილს შეიტანს ინკლუზიური და მონაწილეობითი დემოკრატიების გაძლიერებაში ევროპაში.