გასაქირავებელი ფასი $11.1-ს გაუტოლდა და წლიურად 10%-ით შემცირდა, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას TBC Capital ავრცელებს.
„2024 წლის დეკემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,940 შეადგინა და წლიურად 7%-ით გაიზარდა. 2024 წელს, ტრანზაქციების სრული რაოდენობა 2%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. დეკემბერში გასაყიდი ფასი $1,223-ს გაუტოლდა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა (+1%, წ/წ), ხოლო თვიურ ჭრილში 2%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბაზრის მოცულობამ $318 მილიონს მიაღწია და წლიურად 6%-იანი ზრდა აჩვენა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.6%-ს გაუტოლდა (-1.2პპ, წ/წ). 2024 წელს ნებართვა გაიცა 1.3 მილიონ კვადრატულ მეტრ საცხოვრებელი ფართობის მშენებლობაზე, რაც 4%-ით ჩამორჩება 2023 წლის მაჩვენებელს“, - ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს.