ივანიშვილის სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ კონსტანტინიდი წარუდგინა.

აქამდე დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა ირაკლი ბერაია, რომელიც NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა. 

ვლადიმერ კონსტანტინიდი 2020 წლიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. წლების განმავლობაში კონსტანტინიდი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში. ის სახელმწიფო სტრუქტურებში 1989 წლიდან მუშაობს.