გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა ისაუბრა უნგრეთის რესპუბლიკასთან სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული  ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ, ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ანა მარია შიკოს განცხადებით, საქართველო უნგრეთის საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რაც მომავალში ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.