2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

უარყოფითი ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იმერეთში დაფიქსირდა. აქ  2 171 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. მაღალი მაჩვენებელია ასევე სამეგრელო ზემო სვანეთშიც აქ გარდაცვლილები 1 511-ით ჭარბობენ ცოცხლად დაბადებულებს.

რეგიონების მიხედვით შედეგები ასე გამოიყურება: 

სამეგრელო-ზემო სვანეთი -1 511

გურია -578

აჭარის ა.რ 1 760

სამცხე-ჯავახეთი -155

იმერეთი -2 171

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -354

ქვემო ქართლი 719

კახეთი -857

თბილისი 1 468

მცხეთა-მთიანეთი -355