2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2024 წლის 30 იანვრამდე ჩათვლით პერიოდში, „112“-ის მონიტორინგის ცენტრის მიერ ელექტრონული ზედამხედველობა ძალადობაში ბრალდებული 143 პირის მიმართ განხორციელდა.

საქმე ეხება, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონის აღსრულებას.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან 112“-დან „ინტერპრესნიუსს“ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, ამავე პერიოდში ელექტრონული ზედამხედველობა დაიწყო 156 პირზე, საიდანაც 13 შემთხვევაში სასამართლოს მიერ შსს-ს უფლებამოსილ ორგანოს უარი ეთქვა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცებაზე.

სრულად წაიკითხეთ აქ.