Forbes-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი  $2.7 მილიარდს ფლობს, რაც მისი ქონების რეკორდულად შემცირებული მაჩვენებელია.

გამოცემის ინფორმაციით, ივანიშვილმა, Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 1362-ე ადგილს გადაინაცვლა. 

ბიძინა ივანიშვილის ქონება 2024 წლის რეიტინგში 4.9 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული. გამოცემის განმარტებაში არ არის მითითებული თუ რამ განაპირობა ივანიშვილის ქონების შეფასების ასეთი მკვეთრი შემცირება.