რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ გალტ & თაგარტი 2024 წლის II კვარტლის მიმოხილვას აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,670 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 6.7%-იანი კლებაა.

მიმოხილვის მიხედვით, ბოლო წლებში უძრავი ქონების საშუალო ფასი იზრდება, მაგალითად თუ 2022 წლის მეორე კვარტალში მ2-ის ღირებულება $931 იყო, გასულ წელს ის $1,243 გახდა, წელს კი $1,366.

აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე ( 3.3% და -11.0% წ/წ, შესაბამისად). გაყიდვები შემცირდა ბათუმის ყველა რაიონში ახალი ბულვარის გარდა (+4.9% წ/წ).

„ჯამურად ბათუმში 2024 წლის პირველ ნახევარში 7,041 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 15.1%-იანი შემცირებაა წინა წლის პირველი ნახევრის მაღალი ბაზის ფონზე. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სენსიტიურია გადინებისა განაკვეთების მიგრანტების და მაღალი მიმართ, რაც ეტაპობრივი საპროცენტო უცხოელი მყიდველების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად მოქმედებს.

ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და კვარტალურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც სავარაუდოა რომ, ნაწილობრივ განაპირობა კიდეც შესუსტებული მოთხოვნა. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ბაზარზეც (+2.7% კვ/კვ და +7.7% კვ/კვ, ახალი და ძველი ბინებისთვის, შესაბამისად), წინა თვეებში მცირედი შემცირების შემდეგ.

2024 წლის II კვარტალში ბათუმში სულ 229.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი შემცირებაა და გაყიდვების კლებას ასახავს. ასევე, ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასებიც, რაც სეზონურობით და ტურისტების შემოსვლით იყო გამოწვეული. ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში  (19 და 20 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა.

ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 29 მიმდინარე პროექტი)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გალტ & თაგარტის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,221/მ2-ს გაუტოლდა (+11.0% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდითაა გამოწვეული. ასევე 2024 წლის II კვარტალში, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 11.5%-ით შემცირდა და  10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაღალი ბაზის ეფექტითაა განპირობებული.