2024 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 17%-ით, 6,915 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 11%-ით შემცირდა და 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას colliers ავრცელებს.
ბათუმში 2024 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 5%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,082 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 4%-ით, 966 აშშ დოლარამდე, გაიზარდა.
ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 19%-ით, 1,105 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომამ კი 13%-ით იკლო და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2024 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 4%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,098 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, კვ.მ.-ზე 1,037 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2024 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 17%-ით, 6,915 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 11%-ით შემცირდა და 350 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია კვლევაში.