სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა. სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

ავტომანქანა დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, ბაკურიანის საქმიან ეზოშია გადატანილი.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს