ბაქოში, ხანძარში დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ

"დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან". – ნათქვამია განცხადებაში.

15 იანვარს ბაქოში, მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 24 ადამიანი.