ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის „კანონს“ ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
ხელშეკრულება „სახელმწიფო“ აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის და მისი გამოყენების წესის შესახებ მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა.
„სახელმწიფო“ აგარაკი ბიჭვინთაში დაახლოებით 180 ჰექტარ ფართობს იკავებს.