„არქისა“ და „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიდერი დეველოპერული კომპანია 2024-25 წლის „სასკოლო ლიგის“ ოქროს სპონსორი გახდა.
„არქი“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას ბავშვებში, ამიტომ ყოველთვის მხარს უჭერს ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის ინიციატივას. მათ შორისაა „სასკოლო ლიგა“, სადაც სასკოლო ტურნირებში, ყოველწლიურად სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში 100 000 მოსწავლე ჩაერთვება.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა „სასკოლო ლიგასთან“ ოქროს სპონსორის სტატუსით თანამშრომლობა, რადგან ამით ახალგაზრდა თაობას ხელს ვუწყობთ, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მიიღონ კარგი განათლება და გახდნენ წარმატებულები მათთვის საინტერესო სფეროში. ვაგრძელებთ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას. როგორც იცით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სპორტის განვითარება, გამწვანება და ქველმოქმედებაა. ყველა ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა ორგანიზაციასთან.“ - შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.
„სასკოლო ლიგა“ არის ინოვაციური მეთოდების გამოყენებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სისტემა, რაც ქვეყანაში როგორც სასკოლო სპორტის, ასევე მასობრივი თუ პროფესიული სპორტის განვითარებასა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„სასკოლო ლიგა, რომელიც სრულყოფილ საშეჯიბრო სისტემად ჩამოყალიბდა წლიდან წლამდე ვითარდება. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და ძალიან გვიხარია, რომ ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“ ჩვენი სპონსორი გახდა და ვფიქრობ ეს ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო თანამშრომლობა იქნება.“ - ოთარ აბულაძე, პროექტ „სასკოლო ლიგის“ ავტორი და ხელმძღვანელი.
„არქი“ აქტიურად უდგას გვერდში დამწყებ თუ წარმატებულ სპორტსმენებს. კომპანია მხარს უჭერს ქართულ სპორტს და განაგრძობს ყველა თაობის სპორტსმენების სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერას და წახალისებას.