დღეს, 13 მაისს, 19:00 საათზე, "რუსული კანონის" წინააღმდეგ სტუდენტების მარში გაიმართება. მასში მონაწილეობას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ.

„ვიკრიბებით 7 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა. ვიკრიბებით, რომ:

  • ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!
  • ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!
  • ვუთხრათ - არა ძალადობას!
  • ვუთხრათ - კი ევროპას!

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ!", - წერია სტუდენტების განცხადებაში.