დღეს, 18 მაისს, თბილისი კვლავ პროტესტის ავანგარდში მოექცევა - ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაანონსებული.

გაფიცული სტუდენტები მზიურის პარკში 15:00 საათზე შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტისკენ გაემართებიან.

ამავდროულად, ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები 17:00 საათზე „ექსპო ჯორჯიადან“ რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას მოაწყობენ.