„ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი“ - ეს განცხადება სოციალურ ქსელში თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ გაავრცელა.
„11 წელია ვარ თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, ჩემს ხელში გაიზარდა ათასობით მოსწავლე. მე ამ საქმეს ცხოვრება მივუძღვენი. ყოველთვის ვიყავი ამაყი, რომ ჩემი სკოლიდან ვუშვებდი თავისუფლად მოაზროვნე, ქვეყნის სიყვარულით აღსავსე ახალგაზრდებს, რაც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს წლები ვცდილობდი ვყოფილიყავი აპოლიტიკური , დღეს არ შემიძლია მშვიდად ვუყურო როგორ ხელაღებით უსწორდებიან გულანთებულ ბავშვებს, რომლებსაც ჭიანჭველისთვისაც არ დაუდგამთ ფეხი, არ შემიძლია ვუყურო როგორ ართმევენ მათ არჩეულ მომავალს.
ვემიჯნები ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, ვგმობ ძალადობას, საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე თბილისის კლასიკური გიმნაზია სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.