„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და ქაშვეთის ეკლესიასთან გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია.

აღდგომის კვირეულიდან გამომდინარე აქციის მონაწილეები ეკლესიასთან სანთლების დანთებას აპირებენ.