ოპოზიციონერი აქტივისტები, ნიკა ნარსია და გიორგი მუმლაძე ინფორმაციას ავრცელებენ, რომ დღეს დილით პოლიციელებმა 5 000 ლარიანი ჯარიმების გამოსაწერად სახლებში  მიაკითხეს.

აქტივისტები ამბობენ, რომ ახალი რეპრესიული კანონის ამოქმედების შემდეგ, პოლიციელები უკვე გზის გადაკეტვის საქმეზე ჯარიმებს წერენ და ქომები სახლებში  იუტანეს სასამართლოს გარეშე.

აქტივისტი ნიკა ნარსია სოციალურ სქელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ დღეს დილით, მასთან სახლში, წეროვანში სამი პოლიციელი მივიდა, ოქმი ჩააბარეს და უთხრეს, რომ 5 000 ლარითაა დაჯარიმებული.

„დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ძლიერი ბრახუნი, გამეღვიძა, მე მეუღლე და 8 თვის შვილი ტასო ვცხოვრობთ წეროვანში საიდანაც ყოველ დღე დავდივარ აქციებზე… გავაღე კარი და სამი პოლიციელი… და უცებ გააძრეს ოქმი: ბატონო ნიკოლოზ 5000 ლარით ხართ დაჯარიმებული და რომ ჩაიბარეთ დავაფიქსიროთ და 10 დღე გაქვთ გასაჩივრებისთვისო.

„ორ საქმეზე 27-ში მაქვს სასამართლო, იგივე გზის გადაკეტვაზე. კიდევ აი სირაძის მიმართვა აღასრულა შსს-მ და აწი სასამართლოსაც აღარ შეაწუხებენ, თვითონ შსს გაგვასამართლებს და ამ საკითხშიც პირველობას ხომ არ ჩამომართმევდნენ, გახსნეს სეზონი. შსს გვიჭერს, ბრალს გვდებს და „გვასამართლებს” კიდეც…“,- წერს ნარსია.

გიორგი მუმლაძე კი წერს, რომ მას სახლში მარნეულში 8:25-ზე მიაკითხა პოლიციამ.

„08:30-ზე დაფარული ნომერი მირეკავს, პოლიციიდან ვართო. გავიხედე ფანჯრიდან, ორი შკოდა იდგა, 7 ფორმიანი დავინახე. ეზოს კარი გაუღო დედამ, ორი ფორმიანი შემოვიდა ეზოში. გამოვხედე მეორე სართულიდან, მე: რა გინდათ? ფორმიანი: აი დოკუმენტები უნდა ჩაგაბაროთო მ

ე: რა დოკუმენტები?

ფორმიანი: 7 თებერვალს რომ კეტავდი რუსთაველსო, ადმინისტრაციული კოდექსისი 174 მუხლის მე-5 ნაწილით შევადგინეთ სამართალდარღვევაო.

მე: გასაგებია, ახლა გადით ჩემი საკუთრებიდანთქო.

ფორმიანი: დაგიტოვებთ ოქმსო მე: არ მინდა, გამომოგზავნეთ!

ფორმიანი: რატო არ იტოვებთ მე: არ გენდობით, ახლა წადით.

წავიდნენ, ახალი “კანონი” ამოქმედდა 7 თებერვალს, რომლითაც უკვე პოლოცია თავად წერს ჯარიმას და იქით უნდა იდავო სასამართლოში, თუ გინდა…“,- წერს მუმლაძე.

წყარო: პუბლიკა