„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის, 150-ზე მეტი მაღალჩინოსანია დასანქცირებული.
„ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, ქართული ოცნების დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები.
„მათ საქართველოს გულშემატკივარი ქვეყნები მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, არჩევნების გაყალბების და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.
იმისათვის, რომ დასანქცირების პროცესი შეჩერდეს და კრიზისი განიმუხტოს, უნდა შესრულდეს ორი მოთხოვნა - გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.