88 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი მსახიობი ალენ დელონი.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, მსახიობი საკუთარ სახლში სამი შვილისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ალენ დელონი დაიბადა 1935 წლის 8 ნოემბერს.

მისი პირველი ფილმი, „როცა ქალი ვარ“, ეკარნებზე  1957 წელს გამოვიდა. სწორედ ამ ფილმის წარმატებული პოზიციონირების შემდეგ მასთან აქტიურად დაიწყეს თანამშრომლობა ევროპელმა და ამერიკელმა რეჟისორებმა. ის მონაწილეობდა ათეულობით ფილმში.