„ახალი საავადმყოფოს აშენება სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რადგან კლინიკის ინფრასტრუქტურა არ არის კარგ მდგომარეობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამასთან ერთად, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვძებნოთ იმისათვის, რომ კლინიკის კოლექტივის ინტერესებიც იყოს დაცული“. 

„დღეს მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან. ამის სურვილი თავიდანვე გამოვხატე, უბრალოდ ვიზიტის გამო და სხვა მიზეზების გამო აქამდე ვერ მოვახერხე შეხვედრა. ჩვენთვის მთავარია, რომ გამოვნახოთ საუკეთესო გადაწყვეტილების გზა. ერთის მხრივ, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. უმჯობესია თვისობრივად გაუმჯობესდეს კლინიკის ინფრასტრუქტურა. ეს არის ერთი მთავარი ამოცანა. ამასთან ერთად, ჩვენ გულისხმიერად უნდა მივუდგეთ იმ ინტერესებს, რომელიც აქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ბალანსი უნდა გამოიძებნოს კლინიკის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობასა და მედპერსონალის ინტერესების გათვალისწინებაში.

„აქ რაღაცნაირი  ბალანსი უნდა გამოიძებნოს. ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ღია საუბრისთვის. 2 ინტერესია, რომელიც უნდა დაბალანსდეს - ეს არის ახალი საავადმყოფოს აშენების ინტერესი, რაც არის სახელმწიფოს ინტერესი და საზოგადოების ინტერესი, რადგან კლინიკის ინფრასტრუქტურა არ არის კარგ მდგომარეობაში. ამასთან ერთად, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვძებნოთ იმისათვის, რომ კოლექტივის ინტერესებიც იყოს დაცული,“ - განაცხადა პრემიერმა.