ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, - ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია ავრცელებს.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია პარიზსა და ბეირუთს შორის ფრენების შეჩერებას 6 აგვისტოს ჩათვლით ახანგრძლივებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია ლიბანში არსებულ ვითარებას აკვირდება.

ცნობისთვის, რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა, Delta Airlines-მა და British Airways-მა ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი