ევროკომისია, გაეროს მიერ მომზადებული, ელექტრონული მმართველობის განვითარების 2024 წლის ანგარიშის ბაზაზე ადამიანური კაპიტალის ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

ადამიანური კაპიტალის ინდექსით მსოფლიოში ავსტრალია, ევროპაში კი ისლანდია ლიდერობს. ინდექსის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე ცუდი მდგომარეობა სომალიშია, ევროპის მასშტაბით კი ბოლო ადგილზე ბოსნია ჰერცოგოვინა მოხვდა.

ცნობისთვის, 2003 წელს ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 56-ე პოზიციაზე იყო, 2012 წელს 9 საფეხურით 65-ე ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო 12 წლის მანძილზე კი ჩვენი ქვეყნის სარეიტინგო მდგომარეობა 32 ადგილით გაუმჯობესდა.