აჭარაში ყველაზე ძვირი უძრავი ქონება ბათუმში და გონიოში ღირს, ყველაზე იაფი ქობულეთსა და მახინჯაურში. ინფორმაცია „გალტ ენდ თაგარტის“ რეგიონული საცხოვრებელი უძრავი ქონები მიმოხილვიდან ირკვევა.

2024 წლის მეორე კვარტალში ძველ ბათუმში 233 ბინა გაიყიდა, 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 960 დოლარი იყო. ახალი ბულვარში გაყიდული ბინების რაოდენობამ 1 556 შეადგინა, საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულზე 1 337 დოლარი იყო, ხოლო სანაპირო ზოლში ფასი 1995 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება გონიო-კვარიათს, ამ შემთხვევაში გაყიდულია 108 ბინა, სადაც 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 759 დოლარი იყო.

მიმოხილვის მიხედვით, მეორე კვარტალში ქობულეთში გაყიდულია 178 საცხოვრებელი ბინა, სადაც საშუალო შეწონილმა ფასმა 1 221 დოლარი შეადგინა.

მახინჯაურში 1 კვ.მ საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 1292 დოლარი იყო, სადაც საანგარიშო პერიოდში 218 ბინაა გაყიდული.