9 დეკემბრის მარშისთვის თბილისში მსოფლიოში ევროკავშირის ყველაზე დიდ დროშას კერავენ. გავრცელებული ინფორმაციით, დროშისთვის განკუთვნილი 12 ვარსკვლავი საქართველოს რეგიონებში შეიკერა, რომელთაც დროშაზე თბილისში დაამაგრებენ. დროშის ზომებია: 22 - 33 მეტრზე.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები 9 დეკემბერს დედაქალაქში მარშს აწყობენ. 2 დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის 9 დეკემბერს მარშს შეუერთდება, რათა „ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის".