ჯორჯ ფორმენი იყო სუპერ მძიმე წონაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, რომელმაც თავისი პირველი ტიტული დაკარგა ასევე ლეგენდარულ მუჰამედ ალისთან 1974 წელს, თუმცა შეძლო ტიტულის დაიბრუნა 45 წლის ასაკში.

ჯორჯ ფორმენის გარდაცვალების შესახებ მოკრივის ოჯახის წევრებმა დაწერეს სოციალურ ქსელ instagram-ში:

„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ გარდაცვალა ჩვენი საყვარელი ჯორჯ ედვარდ ფორმენ უფროსი, რომელიც მშვიდად გარდაიცვალა 2025 წლის 21 მარტს, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში“.

ჯორჯ ფორმენი 1949 წლის 10 იანვარს დაიბადა მარშალში, თუმცა ტეხასის შტატში დაბადებული ფორმენი მალე გადავიდა ჰიუსტონში, სადაც ის და მისი ექვსი და-ძმა მარტოხელა დედამ გაზარდა.

1968 წელს ფორმენმა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც სპორტული კარიერა პროფესიულ კრივში გააგრძელა. ამერიკელმა სახელი გაითქვა 70-იან წლებში, როცა სუპერ მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1974 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკრივო ორთაბრძოლა, რომელშიც ფორმენი ჩემპიონის რანგში ხვდებოდა ლეგენდარულ მუჰამედ ალის. ამ ბრძოლში მან კარიერაში პირველი მარცხი იწვნია.

1977 წელს ჯორჯ ფორმენმა კარიერა დაასრულა და ქრისტიანი მღვდელი გახდა, თუმცა ათი წლის შემდეგ, 1987 წელს ის რინგზე დაბრუნდა, ხოლო 1994 წელს 45 წლის ასაკში მან კვლავ დაბრუნა ჩემპიონის ტიტული, როცა ნოკაუტით დაამარცხა 26 წლის მაიკლ მურერი. ამით ფორმენი სუპერ მძიმე წონის ისტორიაში ტიტულის ყველაზე ასაკოვანი მფლობელი გახდა.

ჯორჯ ფორმენმა კარიერა 1997 წელს, 48 წლის ასაკში დაასრულა. პროფესიონალურ რინგზე ჩაატარა 81 ბრძოლა: მოიგო 76 (68 – ნოკაუტით), ხუთჯერ კი დამარცხდა.

წყარო: რადიო თავისუფლება