შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 6 თვეში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 826 ფაქტი გამოვლინდა.
უაქციზო საქონელი 66301 კოლოფ სიგარეტსა (მათ შორის, 715 ელექტრონული სიგარეტი) და 24 კილოგრამამდე თამბაქოს ნაწარმს შეადგენდა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვათ.
446 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
11 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
დანარჩენი 369 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.