Visioner-ის ინფორმაციით, 26 მაისს, "რუსული კანონის" წინააღმდეგ ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ მარშში სულ მცირე 80 000 ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს, 26 მაისის მსვლელობა ერთ-ერთი მასშტაბური იყო. მარშში მონაწილე და ორბელიანის სასახლესთან შეკრებილი ადამიანების საერთო რაოდენობამ კი დაახლოებით 100 000 შეადგინა.

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მომიტინგეებმა ის გზა გაიარეს, რომელიც ქართველებმა 1919 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ.

მსვლელობაში სულ მცირე 80 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტის საზეიმო ღონისძიებას ათასობით ადამიანი დაესწრო. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ [პროტესტის] 45-ე დღეს, დაახლოებით 100 000 ადამიანი კიდევ ერთხელ გამოვიდა", - წერს Visioner-ი.