2025 წლის იანვარში გაყიდვებმა შერჩეული დეველოპერების პროექტებში კლება განაგრძო და წლიურად 7.5%-ით შემცირდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების იანვრის მიმოხილვაში წერია.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ პროექტებში, რომელთა დასრულებაც 2025 წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ბინების 77% უკვე გაყიდულია. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაყიდვების დიდი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადების სქემებით განხორციელდა.

მიმოხილვის მიხედვით, პირველად ბაზარზე 1 555 ბინა, მეორადზე კი 1 363 ბინა გაიყიდა.

2025 წლის იანვარში თბილისში სულ 242.2 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა.