2025 წლის იანვარში საქართველოში რეკორდული ღირებულების 481 მილიონი დოლარის (1.35 მილიარდი ლარის) ნახატები შემოვიდა - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის ოპერატიული სტატისტიკის ვებგვერდიდან ხდება ცნობილი.
სასაქონლო კოდები | იმპორტის ქვეყანა | წონა კგ | ღირებულება | ოპერაციის განხორციელების თარიღი |
97012100000 | აშშ | 4,699 კგ. | $167,600,406 | 2025-01 |
97012100000 | დიდი ბრიტანეთი | 1,432 კგ. | $252,703,924 | 2025-01 |
97019900000 | აშშ | 526 კგ. | $60,354,000 | 2025-01 |
ხელოვნების ნიმუშების იმპორტის რეკორდული მაჩვენებლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა, რომელიც წერს, რომ აღნიშნული ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელდა.
„დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში - ეს ფინ. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმპორტის ოფიციალურ სტატისტიკაშია მოცემული:
თითქმის 500 მლნ დოლარის ღირებულების ძვირადღირებული ნახატები.
მათ შორის, აშშ - დან, რაც ნიშნავს, რომ ტრამპთან "დალაგებულ" ივანიშვილს სინამდვილეში ვერაფერიც დაულაგებია, იქედანაც მოარბენინებს ნახატებს.
აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების. ამიტომ, ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი“, - წერს ლილუაშვილი.