საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მასშტაბით ჯამში 52 ადამიანი დაიკარგა, მათგან 27 ნაპოვნია, ხოლო 4 გარდაცვლილი - არსებულ სტატისტიკას შსს მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი თბილისის (19) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (10) გაუჩინარდა.
2024 წლის პირველ ნახევარში დაკარგულთა შორის, ყველაზე დიდი რიცხვობრივი მაჩვენებელი 21-25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება - მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელით, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში სულ 21 ადამიანი გაუჩინარდა, ხოლო მათგან 12 მოიძებნა.
შსს-ს ცნობით, ბოლო 50 წელში დაკარგულთა 66% კაცია, ხოლო 34% ქალი.