2022 წლიდან მიმდინარე წლის 8 ოქტომბრამდე თბილისის მერიამ, ბინა უსახლკაროს სტატუსის მქონე, ჯამში, 120 ოჯახს გადასცა.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს შეძენილია 56 ერთეული უძრავი ქონება, 2023 წელს 38 ერთეული უძრავი ქონება და 2024 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით შეძენილია 26 ერთეული უძრავი ქონება.

დოკუმენტის მიხედვით, უსახლკარო პირთა თავშესაფრით დაკმაყოფილების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გამოყოფილია 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი.

ამასთან, მერიაში არ აკონკრეტებენ 2024 წლის დასრულებამდე, უსახლკაროს სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის კიდევ რამდენი ბინის შეძენა იგეგმება.

ინტერპრესნიუსი