2013 წლამდე წარმოებული ავტომობილების იმპორტის ვადა გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე ავრცელებს.

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ვისაც გაინტერესებთ შეხვედრება რა მოიტანა გეტყვით.

ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1 იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.

დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება.
ყველას დიდი მადლობა ვინც გულშემატკივრობდა, აქტიურობდა და გვერდში დაგვიდგა. მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომას და კონსენსუს ალტერნატივა არ გააჩნია, თუ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა გვაქვს განზრახული!'',- წერს ალექსი ნონიაძე ,,ფეისბუკზე''.