2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისგან ჯარიმის სახით 3,087,325.53 ლარი შევიდა, რაც 85%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებთან შედარებით.

2022 წლის 10 თვის მონაცემებით, უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში 1,666,870.18 ლარი შევიდა.

2023 წლის სტატისტიკით, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდიდან მთლიანობაში 3,086,473.53 ლარი ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტშია შესული, ხოლო 852 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.

მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.