მსოფლიოში ყველაზე მეტს თავდაცვაზე აშშ, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი და საუდის არაბეთი ხარჯავენ. თუმცა, ამერიკის მიერ გაწეული საბიუჯეტო თანხები ჩამოთვლილი ქვეყნების თავდაცვის საერთო ხარჯებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
Global Firepower-ის 2025 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი 895 მილიარდ დოლარს შეადგენს. მას კი რეიტინგში მოსდევს ჩინეთი, რომლის თავდაცვის ბიუჯეტიც 266.85 მილიარდი დოლარია, რაც ამერიკის ბიუჯეტზე 3.4-ჯერ ნაკლებია.
რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტს თავდაცვაზე შემდეგი 10 ქვეყანა ხარჯავს:
- აშშ - 895 000 000 000 დოლარი;
- ჩინეთი - 266 850 000 000 დოლარი;
- რუსეთი - 126 000 000 000 დოლარი;
- ინდოეთი - 75 000 000 000 დოლარი;
- საუდის არაბეთი - 74 760 000 000 დოლარი;
- გაერთიანებული სამეფო - 71 500 540 000 დოლარი;
- იაპონია - 57 000 000 000 დოლარი;
- ავსტრალია - 55 700 000 000 დოლარი;
- საფრანგეთი - 55 000 000 000 დოლარი;
- უკრაინა - 53 700 000 000 დოლარი.
აღნიშნულ რეიტინგში ჯამში წარმოდგენილია 145 ქვეყანა, მათ შორის კი საქართველო 105-ე ადგილს იკავებს. Global Firepower-ის მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის ხარჯები 495 629 055 დოლარია, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლებია.
კერძოდ, საქართველოს მეზობელი ქვეყნების თავდაცვის დანახარჯები ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 47 000 000 000 დოლარი;
- აზერბაიჯანი - 5 000 000 000 დოლარი;
- სომხეთი - 1 700 000 000 დოლარი.
ინფორმაციისთვის, Global Firepower-ის რეიტინგი ასახავს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების წლიურ მოცულობას და ეფუძნება იმ თანხებს, რომლებიც მთავრობებმა სამხედრო ძალების შენახვისთვის გამოუყვეს - ეს მოიცავს შეიარაღების შესყიდვას, სამხედრო ტექნიკის მოვლა-პატრონობასა და პერსონალის ხელფასებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემები არ ითვალისწინებს სამხედრო ძალების მზადყოფნის, ტექნოლოგიური განვითარებასა თუ სამხედრო ძალების ეფექტურობის საკითხებს.