"საქართველოს მეგობრების" ქსელმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით, პირველი შეხვედრა გამართა.
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ქართველი ხალხის დახმარებისთვის, მათ შეიმუშავეს კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა შეასრულონ.
მათი თქმით, არ უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნების ცნობა, უნდა გაგრძელდეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარება 29 დეკემბრის შემდეგაც, გადაიდგას ნაბიჯები თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩასატარებლად, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში დემოკრატიის დამრღვევებს და სახელმწიფო ლიდერები, ახალი არჩევნების მოთხოვნით, საქართველოში ვიზიტით უნდა ჩავიდნენ.
იუკნევიჩიენეს თანახმად, "საქართველოს მეგობრების" ქსელი არის ევროპიდან და აშშ-დან დეპუტატებისა და ექსპერტების კოალიცია, რომლის მიზანია, დაეხმაროს ქართველებს დემოკრატიული ხმის და ევროპული გზის აღდგენაში.
წყარო: მთავარი არხი