ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე. ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერერთობლივად და ამ პროცესებს რა თქმა უნდა, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში აზღვევს ქვეყანასგამუდმებული შანტაჟისგან.
„რაც შეეხება პროცესების განვითარებას, ჩვენ რეალურად დავასრულეთ შანტაჟი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულიიქნა 28 ნოემბერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ესგადაწყვეტილება აზღვევს ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან. სამი წელი გრძელდებოდა შანტაჟი ამ ქვეყნის მიმართ ჯერკანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით - დამთავრდა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, აფერხებდა ქვეყნისგანვითარებას, როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან. ეს არ არის ხელშემწყობი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენმივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც დაამთავრა შანტაჟი და მთავარი რაც ეწყინათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებს დაჩინოვნიკებს, იყო სწორედ ეს - მათ ხელიდან გამოვაცალეთ შანტაჟის ბერკეტი, შესაბამისად, ყველაფერი იქნება ბევრადუკეთესად, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.