გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ჯეფრი ეპსტინის ადვოკატებმა კონგრესს მისალოცი ბარათი გადასცეს, რომელიც ადვოკატების მტკიცებით, დონალდ ტრამპს ეკუთვნის.

თეთრი სახლის სპიკერმა კეროლაინ ლივიტმა მისალოცი ბარათის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ყალბი უწოდა.

გთავაზობთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მისალოც ბარათს:

Wall Street Journal

ეპსტინიცხოვრებაში უნდა იყოს რამე, რაც მეტია ყველაფრის ფლობაზე.

ტრამპი: არის, მაგრამ არ გეტყვი, რა არის ეს.

ეპსტინიარც მე გეტყვი, რადგან ვიცი რა არის. 

ტრამპი: არის ერთი კონკრეტული რამ, რაც ჩვენ გვაერთიანებს, ჯეფრი.

ეპსტინიკი, რომ დავფიქრდი არის.

ტრამპი: იდუმალ ადამიანებს არ ეტყობათ ასაკი, შეგიმჩნევია?

ეპსტინი: სხვათაშორის, ჩვენი პირველივე შეხვედრიდან ცხადი იყო ეს ჩემთვის.

ტრამპი: მეგობრობა დიდებული რამაა - გილოცავ დაბადების დღეს, დაე ყოველი შემდეგი დღე კიდევ ერთი საოცარი საიდუმლო იყოს. 

ცნობისთვის, ჯეფრი ეპსტინი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ეწეოდა - ის ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს - დაკავებიდან მალევე ეპსტინი საკუთარ საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

მიმდინარე წლის 18 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს ჯეფრი ეპსტეინის საქმის დამატებითი მასალების გასაჯაროება დაავალა.

ხოლო 19 ივლისს, The Wall Street Journal-ს მათ მიერ გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც ტრამპისა და ჯეფრი ეპსტინის კავშირზეა საუბარი, სასამართლოში უჩივლა.

ტრამპის თქმით, სტატიის შინაარსი ყალბია და ამ ცილისწამებით მიღებული რეპუტაციული და ფინანსური ზიანის ასანაზღაულებად გამოცემისგან $10 მილიარდის გადახდას ითხოვს.