მსოფლიო ბანკი (WB) მსოფლიოს ქვეყნებში მმართველობის 6 ინდიკატორს ასახელებს, რომელიც მის ეფექტურობას განაპირობებს და 2012-2022 წლის შედეგებს აქვეყნებს. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობას, 2022 წელს, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 22.7%-ი, „პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობა/ტერორიზმის“ ინდიკატორში აქვს, ყველაზე მაღალი - 81.6% „რეგულაციების ხარისხში“.

მსოფლიო ბანკი მსოფლიოს ქვეყნების მმართველობას შემდეგი ინდიკატორების მიხედვით აფასებს:

  • ხმა და ანგარიშვალდებულება, რაც მთავრობის არჩევაში მოქალაქეების როლს, გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს და გაერთიანების თავისუფლებასა და თავისუფალი მედიას აფასებს;
  • მეორე ინდიკატორი პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობისა და ტერორიზმის არარსებობაა;
  • მესამე - მთავრობის ეფექტურობა;
  • მეოთხე - რეგულაციების ხარისხი ასახავს ხელისუფლების შესაძლებლობებს ჩამოაყალიბოს და განახორციელოს ჯანსაღი პოლიტიკა და რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას;
  • მეხუთე - კანონის უზენაესობა, რაც მმართველობის პრინციპს გულისხმობს, რომელშიც ყველა - საჯარო და კერძო,პირი, ინსტიტუტი და ერთეული, მათ შორის თავად სახელმწიფო, პასუხისმგებელია კანონების წინაშე;
  • მეექვსე - კორუფციის კონტროლი.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მთავრობას მმართველობის თვალსაზრისით, 2022 წელს საუკეთესო მაჩვენებელი - 81.6% რეგულირების ხარისხს აქვს. ეს მაჩვენებელი 2012 წლიდან 72%-დან 81%-მდე გაიზარდა. 

შემდეგ მოდის - მთავრობის ეფექტურობა 72.64% და კორუფციის კონტროლი - 72.17%;

მმართველობის სხვა ინდიკატორებში შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს. ყველაზე ცუდი შედეგი - 22.7% პოლიტიკურ სტაბილურობასა და ძალადობასა და ტერორიზმში აქვს საქართველოს. 2012 წლიდან ეს ინდიკატორი 24-დან 31%-მდე გაიზარდა, მაგრამ 2022-ში ისევ შემცირდა.

კანონის უზენაესობაში - 56.6%;

ხმა და ანგარიშვალდებულებაში - 48.31%.