„ვუსამძიმრებთ რუს ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საქართველოს მთავრობა მოსკოვში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და წერს, რომ „დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს“.

გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.