ვულოცავთ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. დიდებული სამუშაოა შესრულებული ამ ორი ქვეყნის მიერ და ეს დიდი ნაბიჯია ხალხისთვის, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალურ ქსელ „ტვიტერშია“ აღნიშნული.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.