სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს,  პოლიტიკურ პარტიებს „ქართული ქარტია“ შესთავაზა.  ზურაბიშვილის თქმით, ის ერთგვარი სამოქმედო გეგმაა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა - „ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს“.

პარტიების სია, რომლებიც პრეზიდენტის ქარტიას შეუერთდნენ ასეთია: „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „ახალი“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ სტრატეგია აღმაშენებელი“.

ქარტიას არ შეერთებია „გახარია საქართველოსთვის“.

„გარკვეულ საკითხებზე გვაქვს კითხვები, საჭიროა კომუნიკაცია პრეზიდენტთან და შემდეგ ვიტყვით, შევუერთდებით თუ არა ქარტიას",“ - აცხადებენ პარტიაში.

საპარლამენტო „გირჩში“ კი აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რადგან მუხლების ნაწილს არ ეთანხმებიან, ნაწილი კი ბუნდოვანია.