აშშ-ის მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ისრაელი დათანხმდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
”ჩვენ ველოდებით „ჰამასის“ ოფიციალურ პასუხს,” - განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ აშშ იმედოვნებს, გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას ორივე მხარე რაც შეიძლება მალე დასთანხმდება.
კირბის განმარტებით, პირველ ეტაპზე, საბრძოლო მოქმედებების ექვსკვირიანი პაუზის დროს, ორივე მხარე დაჯდება და ეცდება მოლაპარაკებას, როგორი შეიძლება იყოს მეორე ეტაპი და როდის შეიძლება დაიწყოს.
ამასთან, კირბის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ „ჰამასი“ სამხედრო თვალსაზრისით დეგრადირებულია ისე, რომ აღარ შეუძლია ისრაელზე 7 ოქტომბრის მსგავსი შეტევის გამეორება.