„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ.

აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, კორდონს არ მიუახლოვდნენ, რომ ეს პროვოკაციის მიზეზი არ გახდეს.