„წელს” — ასე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა კითხვას, რომელ წელს სურს, რომ სომხეთი გახდეს ევროკავშირის წევრი.

ნიკოლ ფაშინიანი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტში მონაწილეობს.

მან ასევე თქვა, რომ მზად არის, „იყოს მაქსიმალურად ისე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ეს ევროკავშირს შეუძლია, წარმოიდგინოს”

„ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიცირება ბევრი მიმართულებით. ახლა ჩვენ ვაყალიბებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში ინდოეთთან, საფრანგეთთან, სხვა ქვეყნებთან. ახლა გვაქვს რაღაც ტიპის ურთიერთობა ევროკავშირთან. გვიხარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება ჩვენი და აზერბაიჯანის საზღვართან. ეს სამოქალაქო მისიაა, თუმცა, ამასთან, ეს ახალი ფაქტორია ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი ჩართულია სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებაში.

ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ჩართოს სომხეთი თავის უსაფრთხოების დაწესებულებაში. ვიმედოვნებთ, რომ დავიწყებთ ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებებს,“ – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.