ხანგრძლივი დებატებისა და შეფერხების შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $61 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 311-მა წევრმა 112-ის წინააღმდეგ.

როგორც CNN იუწყება, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა კენჭისყრის შემდეგ დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს.

აღნიშნული თანხები მოხმარდება, მათ შორის, უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას, ასევე პარტნიორების დაფინანსებას, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან.

თანხები შემდეგნაირად განაწილდება: $27 მილიარდი - პირდაპირი სამხედრო დახმარება; $23 მილიარდი - ამერიკის სამხედრო არსენალების შევსება; $7.8 მილიარდი - პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება; $1.8 მილიარდი  - ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის